“ვანგა ხომ არ ხარ?”- რომან ტაბატაძე,საკრებულოს კომისიის თავმმჯდომარე

11111

მარნეულში მაისამდე ეგრედწოდებული “ჭკვიანი კამერები” დამონტაჟდება. დღეს მარნეულის მერიაში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა აღნიშნა, რომ “ჭკვიანი კამერები” მუნიციპალიტეტმა შეიძინა.  ჯერ-ჯერობით სომოხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით დამონტაჟდება, რომლის მეშვეობითაც ყველა კანონდამრღვევი ფაქტი დაფიქსირდება და ასევე   მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სისუფთავის კონტროლს. შემდეგ კი მთელს მარნეულს მოიცავს, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, კამრები სადაც დამონტაჟდება იქ იქნება სანაგვე ურნები.

დიდი ინტერესი გამოიწვია „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟების პროექტმა და საკრებულოს წევრებმა დისკუსია გამართეს. სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას ახმედ იამყულიევმა აღნიშნა, რომ დასუფთავება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. ინფრასტრუქტურა უფრო პოლიტიკური გეგმებია.  ამაში საკრებულოს წევრები არ დაეთანხმნენ. და კონკრეტული მაგალითის დასახელება სთხოვეს.

მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ  ბიუჯეტში ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან არის მოთხოვნილი.

იმამყულიევმა პოლიტიკურად მიიჩნია წინასაარჩევოდ დაგებული გზა სოფელ ქესალოში, რომელიც ერთი წელიც არ არის რაც გაკეთდა და უკვე დაზიანებულია. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის რომან ტაბატაძემ საპასუხოდ მიუგო, რომ სოფელ ქესალოში მოსახლეობამ გზის დაგება ითხოვა და არა სანაგვე ურნების დადგმა. იმამყულიევმა, აღნიშნა, რომ  ბიუჯეტში შესაძელებებლია სამომავლოდ ცვლილებები განახორციელონ, რაზეც ტაბატაძემ ვეროპული საქართველოს წევრი” ვანგას” შეადარა.

ვრცლად სიუჟეტიდან შეიტყობთ!

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register