მუნიციპალიტეტში მთავრობის მხრიდან გრანტების სახით 6 253 800 ლარი შემოვა

sakrebulos sxdoma

გუშინ, 28 დეკემბერს მარნეულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ბიუჯეტის საბოლოო პროექტის განხილვა მოეწყო. სხდომაზე მარნეულის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი მოხსენებით გამოვიდა და კოლეგებს ბიუჯეტის პროექტი გააცნო. მამედოვმა მუნიციპალიტეტის მოსალოდნელი შემოსავლები დეტალურად განიხილა.

ვუგარ მამედოვის თქმით 2018 წელს მუნიციპალიტეტში გრანტების სახით მთავრობის მხრიდან  6 253 800 ლარი შემოვა. აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი იქნება 6 003 800 ლარი, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად იქნება 250 000 ლარი.

სხვა შემოსავლებიდან მოსალოდნელია 4 558 000 ლარის მიღება:

ბანკიდან მიღებული პროცენტი იქნება 300 000 ლარი.

ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი 520 000 ლარი.

მიწის იჯარა 170 000 ლარი.

მშენებლობის ნებართვებზე მოსაკრებელი 100 000 ლარი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი 6 000 ლარის ოდენობით.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 1 757 000 ლარი.

დასუფთავებისათვის 200 000 ლარი.

არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება 5 000 ლარი.

ჯარიმები და სანქციები 1 500 000 ლარის ოდენობით.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register