2018 წლის მარნეულის ბიუჯეტი 19 911 800 ლარით განისაზღვრა

sakrebulooo

2017 წლის მანრუელის საკრებულოს ბოლო სხდომა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა.

დღეს დამტკიცდა მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც შარშანდელთან შედარებით 1 656 300 ლარით იზრდება. მარნეულელების მომავალი წლის ბიუჯეტი 19 მილიონზე მეტით განისაზღვრა.  ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება. მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა ბიუჯეტის შესახებ მოხსენება გააკეთა და კოლეგებს მიმართულებებში გაწერილი თანხების შესახებ ესაუბრა. მარნეულის საკრებულომ  2018 წლის ბიუჯეტი 31 ხმით სამის წინაარმდეგ 25 წუთში დაამტკიცა. სხდომაზე მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის მხრიდან გაჟღერდა შეკითხვები, სხვა დეპუტატები არცერთი საკითხის წინააღმდეგ არ წასულან.

ამირან გიორგაძე, მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს მუშაობას აფასებს და 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გვესაუბრება.

29 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს თანამდებობათა ნუსახას დაემატა ორი ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის ოთხი მოადგილე. სახელფასო განაკვეთი ფრაქციის თავმჯდომარისთვის 1680 , ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის 1280 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ცვილილება 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register