საკრებულო ისევ ცდილობს მედიას პირდაპირი ეთერების ტრანსლირება შეუზღუდოს

sakrebulo

მარნეულის საკრებულო ისევ მიუბრუნდა საკითხს სხომის პირდაპირი ტრანსლირების შეზღუდვის შესახებ და დღეს გამართულ საკრებულოს სხდომის დასასრულს, ამირან გიორგაძემ ბოლო სიტყვა  საკრებულოს იურიდიული განყოფილების  სამსახურის უფროსს დაუთმო, რომელმაც განაცხადა, რომ მედიასაშუალებებისთვის  საკრებულოს სხდომების პირდაპირი ეთერით ტრანსლირება მხოლოდ  აღებული ნებართვით იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით ,განსხვავება მერიის  დიდ და მცირე საკონფერენციო დარბაზებს შორისაა.

ჩვენი ჟურნალისტის კითხვას თუ რომელი კანონი არეგულირებს ამგვარ შეზღუდვას ის მათი რეგლამენტის მეათე მუხლის საფუძველზე ხსნის.  ამავე კანონი მოიშველია საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ, როდესაც რადიო „მარნეულის„  ჟურნალისტს ახალიმოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ფეისბუქ ლაივის მეშვეობით  ტრანსლირება აუკრძალეს

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” იურისტის თქმით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომები საჯაროა, მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ პირს აქვს მინიჭებული ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების ანდა ნებართვის გარეშე. რაც არეგულოირებს საკრებულოს გამჭვირვალობის პრინციპს და არა მედიასაშუალებების ჩრჩოებში მოქცევას.

 

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register