ახალ წელს პიროტექნიკით დაზიანების გამო ერთმა მარნეულელმა თითი დაკარგა
ახალი წლის ღამეს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ორი პაციენტი შეიყვანეს. ორივე მათგანს პიროტექნიკით ხელის მტევნის დაზიანება აღეიშნებოდათ.
16 წლის ბიჭი და შუახნის კაცი საახალწლო ასაფეთქებლის გაუფრთხილებლობით გამოყენების გამო დაშავდა. როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა ერთ-ერთი დაშავებულისათვის თითის ამპუტაცია გახდა საჭირო.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments