მარნეულში ახალი წლის ღამეს 3 ბავშვი დაიბადა

2018 წლის 1 იანვარს მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 3 ბავშვი დაიბადა.
როგორც „ავერსის“ კლინიკაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, სამივე ახალშობილი ჯანმრთელია.
მარნეულში 2018 წელს პირველი ბავშვი ღამის 4 საათსა და 20 წუთზე დაიბადა.
საქართველოში 2018 წელს პირველი ახალშობილი სამშობიარო სახლ „ჰერა-2011“-ში გაჩნდა. გაბრიელ მღებრიშვილი ახალი წლის დადგომიდან 12 წუთში გაჩნდა. ის ოჯახის პირველი შვილია.
რადიო „მანრეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments