მაგთიკომი მობილური ინტერნეტის ფასს 18 იანვრიდან მნიშვნელოვნად აძვირებს

magti-hih-price-customer1

მაგთიკომი მობილური ინტერნეტის ფასს 18 იანვრიდან მნიშვნელოვნად აძვირებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თუ ამჟამად  500 მბ ინტერნეტი 3 ლარი ღირს, 2018 წლის 18 იანვრიდან მისი ღირებულება 5 ლარი იქნება.

მაგთიკომი ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2017 წლის 13 დეკემბერს მაგთის აბობენტთა რაოდენობა 1,952,310 იყო, ჯეოსელის კი -1,523,550.

2017 წლის ნოემბერში „მაგთიკომმა“  „მაგთისატის“  და IP ტელევიზიის აბონენტებისთვის ტარიფი 2 ლარით გააძვირა.

2016 წელს მაგთიკომმა ინტერნეტის პროვაიდერული კომპანიები “კაუკასუს ონლაინი” და დელტანეტი იყიდა.

 

 

 

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register