GeoStat: 2017 წელს წლიური ინფლაციის დონემ 6.7% შეადგინა

inflacia

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს წლიური ინფლაციის დონემ 6.7% შეადგინა.

მონაცემების მიხედვით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები  7,3%, ტრანსპორტის ფასები 14,9 პროცენტით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასები 17,5 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვაის კუთხისთ კი ფასები 8,1 პროცენტით გაიზარდა.

ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობს მარნეულელი მოსახლეობა ფასების ზრდასთან დაკავშირებით. გამყიდველებისა და მყიდველების გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები გაძვირებულია.

გიორგი ისაკაძე ჟურნალ „Forbes” -ის  მთავარი რედაქტორი ქვეყნის წლიურ ინფლაციას, ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით, პოლიტიკურ არჩევანს უკავშირებს.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი შეადგინა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register