მარნეულში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება ჯანდარის დასახლებაში იქნება შესაძლებელი

avto1

 

2018 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა.  აქვს თუ არა მძღოლებს ინფორმაცია ავტომობილების პერიოდულ ტექნიკრ დათვალიერებაზე და იციან თუ არა სად უნდა მიიყვანონ ავტომობილები ,ამისათვის ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ.

როგორც გამოკითხვიდან ჩანს, მძღოლებსის უმრავლესობა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ცხელი ხაზის მენეჯერის მოადგილემ ქეთევან  ჭაბაშვილმა განმარტა, რომ  2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ დათვალიერებას სამგზავრო ავტობუსები, სამარშუტო ტაქსები, მისაბმელები და სატვირთო ავტომობილები  გაივლიან.

ქეთევან ჭაბაშვილის თქმით, მარნეულში   ტესტირების ცენტრი ჯანდარის დასახლებაშია, რომლის სახელწოდებაც არის „საჭე“.

რაც შეეხება თანხის გადახდას ავტომობილების შესამოწმებლად  M1 და N1 ავტომობილის მძღოლები  60 ლარს გადაიხდიან, ხოლო M2, M3, N2 ,N3 სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს 100 ლარის გადახდა მოუწევთ.

რეფორმა 8-ზე მეტ ადგილიან სამგზავრო და 3,5 ტონის ზემოთ სატვირთო ავტომობილებს შეეხება.

2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი.

 

ვალდებულებებსა და სანქციებს ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებაზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register