თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

police

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაშენახვის და გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი .. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 2 აბი ამოიღეს. პოლიციამ ჰ.ქ.-ს მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ნარკოლოგიური შემოწმებისას, ბრალდებულს ოპიუმის, მეტადონის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

ეს დანაშაული დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

წყარო:ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register