2017 წელს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში 884 მკითხველი დარეგისტრირდა

33

მარნეულში საჯარო ბიბლიოთეკა თითქმის ერთი წელია გაიხსნა. თუ რამდენი მკითხველი ესტუმრა ამ ხნის განმავლობაში ბიბლიოთეკას, ძირითადი მოთხოვნა რომელ ლიტერატურაზე იყო ამისათვის მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარს,  მაია მენთეშაშვილს ვესაუბრეთ , რომელმაც  აღნიშნა , რომ 2017 წელს ბიბლიოთეკაში 884 მკითხველი დარეგისტრირდა.

“ბიბლიოთეკის გარეთ სარგებლობისთვის გაცემული იყო 2767 წიგნი . დარბაზით ისარგებლა 790-მა , ხოლო ინტერნეტით 354-მა. გაცემული წიგნებიდან პროცენტულად პირველ ადგილზეა მხატვრული ლიტერატურა, ამის შემდეგ მოდის საზოგადოებრივ- პოლიტიკური ლიტერატურა, ისტორიული და საბუნებისმეტყველო.

ძირითადი შემადგენლობა მკითხველების, რომლებიც აქტიურად სარგებლობს   პირველ რიგში მოსწავლეები არიან შემდეგ მოდის სტუდენტები, საშუალო ასაკის ადამიანები და 80 წელს გადაცილებული მკითხველები , რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ბიბლიოთეკით”- განაცხადა მაია მენთეშაშვილმა

როგორც მაია მენთეშაშვილმა თქვა, სამომავლოდ სიახლეები აქვთ. ბიბლიოთეკა აპირებს თავისი ფონდის განახლებას, რომელიც მკითხველთა მოთხოვნების შესაბამისად  დაკომპლექტდება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register