მარნეულში საშობაო ალილო გაიმართა

aliloo 5

ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში, რიგით მეოთხე  ალილო გაიმართა.

ალილო მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და პატარები უძღვებოდნენ, მათ უკან კი მწყემსები მოყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ.

ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს, რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი.  აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებაც შეიტანეს წვლილი და  ალილოს მონაწილეებს ტკბილეული, სურსათი და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, რომლებიც  სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.

alilo 4

ალილოობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან  გიორგაძემ   მოადგილესთან ერთად, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირები, სტიქაროსნები და ეკლესიის მრევლმა  მონაწილეობა მიიღეს.

ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის სკვერში დასრულდა. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ დალოცა ალილოს მონაწილეები და დღესასწაული მიულოცა.

alilo 3

მრევლს სიტყვით მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმაც

„ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ  ქრისტეს  შობის ბრწყინვალე  დღესასწაულს!  ბედნიერება, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს! დღეს მეც ჩვენს  თანამოქალაქეებთან ერთად გახარებული  ვარ, ვიზიარებ მათ სიხარულს, რომელიც ქრისტეს დაბადებით არის გამოწვეული! ჩვენი ქვეყანა, საქართველო ,   ყოველთვის იყო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლო, რაც  სამაგალითოა და დასტურია იმისა, რომ საქართველო უძველესი  ტოლერანტული ქვეყანაა!  კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს  ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს!“

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს.

წყარო : მარნეულის მერიის პიარისა და ინფორმაციის განყოფილება

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register