მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა აქვს
მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას წლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ პრობლემები აქვს. ჩვენ გამოკითხულთა უმრავლესობა გვიან საათებში მარშუტების არ არსებობას უჩივის. ადგილობრივების თქმით, საღამოს ექვსი საათის შემდეგ ისინი სახლში ტაქსით ბრუნდებიან.
2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმით ტრანსპორტზე 34 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი, 2017 წლის გეგმით 78 ათას ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული, ხოლო 2016 წელს 52 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
რა გეგმები აქვს მარნეულის მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების მიზნით ამ საკითხზე დღეს, მარნეულის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. მათი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ათი დღის ვადაში ოფიციალური წერილით გვიპასუხებენ.
0 Comments