მარნეულისთვის 85 “ჭკვიანი კამერა” შეიძინეს

wkviani videokamera

რამდენიმე  დღის წინ მარნეულის მერიაში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა აღნიშნა, რომ  ეგრეწოდებული “ჭკვიანი კამერები” მარნეულის მუნიციპალიტეტში ახლო მომავალში დამონტაჟდება . თუ რას ფიქრობს მარნეულის მოსახლეობა  კამერების დამონტაებაზე გამოკითხვა ჩავატარეთ.

მარნეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა , ვუგარ მამედოვმა მარნეულში კამერების დამონტაჟება მნიშვნელოვნად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამჟამად მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის 85 კამერაა შეძნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში ინახება.

ვუგარ მამედოვის ინფორმაციით, მარნეულში კამერები 2018 წლის აპრილის ბოლომდე დამონტაჟდება, თუმცა  სად იგეგმება კონკრეტულდ  მათი დამონტაჟება ამსაკითხზე ის ინფორმაციას არ ფლობს.   რაც შეეხება საპატრულო ჯარიმებს, 60% ადგილობრივ ბიუჯეტში შვა, ხოლო 40 %სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე, საქართველოს მასშტაბით, 31 377 დარღვევა დააფიქსირეს. „ინტერპრესნიუსმა“ მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. 31 377 ჯარიმიდან 13 581 უკვე გადახდილია, მათგან 8 625 ჯარიმის შემთხვევაში მძღოლებმა 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს და ჯარიმა 10 დღის ვადაში გადაიხადეს. საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული 61 ე.წ. ჭკვიანი კამერიდან ერთ-ერთმა კამერამ, რომელიც შიდა ქართლში, კერძოდ, გორშია დამონტაჟებული, ყველაზე მეტი – 5 698 დარღვევა დააფიქსირა. მძღოლებმა აღნიშნულ მონაკვეთზე სიჩქარეს გადააჭარბეს. შსს-ს მონაცემების მიხედვით, ნოემბერში, აჭარაში არსებული 9 კამერით ჯამში 1 275 დარღვევა დაფიქსირდა; შიდა ქართლში არსებული 3 კამერით 6 441 ჯარიმა გამოიწერა; იმერეთში არსებულმა 14 კამერამ 5 288 დარღვევა დააფიქსირა; კახეთში ერთი კამერაა და 4 ჯარიმა გამოიწერა, მცხეთა-მთიანეთში არსებული 1 კამერით 62 დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო თბილისში დამონტაჟებულმა 33 კამერამ 18 307 ჯარიმა დაწერა. ე.წ. ჭკვიანი კამერები 2017 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register