ისვაჰან ალიევმა და რამილ მეხტიევმა საქართველოს გამარჯვება მოუტანეს
გარდაბნელმა ისვაჰან ალიევმა 65 კგ კატეგორიაში და მარნეულელმა რამილ მეხტიევმა 75 კგ კატეგორიაში, თურქეთში პროფესიული კიკბოქსერების ტურნირში, საქართველოს სახელით გამარჯვება მოიპოვეს.
ისვაჰან ალიევი საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა, რამილ მეხტიევმა კი ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა.
თურქეთის ქალაქ სამსუნში 6 იანვარს, თურქეთის კიკბოქსის ფედერაციის და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდების და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარებულ ტურნირში 54 კგ ისმაილ საფაროვმა 60 კგ წონაში ემილ ხალილოვმაც მიიღეს მონაწილეობა
მეორე და მესამე ადგილები ამ ტურნირში ისმაილ საფაროვმი და ემილ ხალილოვმა მოიპოვეს.
სპორტსმენების ტრენერი ტოფიგ აკპეროვი, ამბობს რომ ამ ტურნირში მონაწილეობით სპორტსმენებმა ლიცენზია მოიპოვეს და მარტის თვეში ისევ თურქეთში, მონაწილეობას არა ერთ შეჯიბრში მიიღებენ.
0 Comments