ოჯახების დატოვება- შაუმიანში რთულ ცხოვრებასთან შეჭიდება
მარნეულიდან ნახევარი საათის სავალზე, სოფელ შაუმიაში დევნილების დასახლებაში შეიძლება ნახოთ მოსახლეობა, რომლებსაც ერთი ტკივილი აერთიანებთ, ისინი 2008 წლის ომის პერიოდში დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან წამოვიდნენ. შაუმიანში ძველი სამხედრო ბაზის კორპუსებში 280 ოჯახი შეასახლეს, ბევრმა სოფელში არსებულ მძიმე მდგომარეობას ვერ გაუძლo და სხვაგან წავიდნენ.
მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად წყალს ასახელებს, რომელიც დღეში მხოლოდ ორი საათით მოდის, სოფელში მცხოვრებლების თქმით ,სასმელ წყალი სხვადასხვა პრობლემებს იწვევს, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის დაავადება და ჩიყვი.
შაუმიანში მცხოვრები დევნილები თავიანთ კარმიდამოებს იხსენებენ, ენატრებათ დრო, როდესაც თავს სოფლის მეურნეობით ირჩენდნენ. სახნავ-სათეს მიწებზე კი მოსავალი იმდენი მოჰყავდათ, რომ ჰყიდნენ. აქ კი მოსავლის მოსაყვანად სარწყავი წყალიც არ აქვთ.
შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის, ბადრი გორგაძის თქმით, სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით მარნეულის მუნციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის და არც ის იცის კონკრეტულად შეძლებენ თუ არა ზაფხულში ადგილობრივები საკუთარი ნათესების მორწყვას.
ბადრი გორგაძე შაუმინის დევნილთა დასახლებაში არსებულ სასმელ წყალს ჯანმრთელობისთვის უსაფრხთოდ მოიხსენიებს.
ერთ-ერთი მოსახლე , ასმათ ხადური ქვეწარმავლების სიმრავლეზე საუბრობს და იხსენებს დღეს, როდესაც გველების გარემოცვიდნ თავის დაღწევა მოუწია.
ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ბადრი გორგაძე ამბობს, რომ მარნეულის მუნციპაპლიტეტში არ არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც ამ საკითხე იმუშავებს.
შაუმიანში დევნილების დასახლებაში მცხოვრები ადამიანების ყველაზე დიდი ოცნება თავიანთ სოფლებში დაბრუნებაა.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments