მარნეულში ადამიანს ტურა თავს დაესხა
9 იანვარს, მარნეულში, დურმიშხან მაღალაშვილის ხიდის ქვემოთ მარნეულელ მოქალაქეს ტურა თავს დაესხა. ფაქტის მომსწრეებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყანეს. მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის პიარის ინფორმაციით, დაზარალებული თავს უკვე კარგად გრძნობს და სახლში გაწერეს.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments