მარნეულის მოსახლეობას დენის გადასახადი გაძვირებული ტარიფით მიუვა
ელექტროენერგიის გადასახადი მარნეულის მოსახლეობას გაძვირებული ტარიფით მოუვა, როგორც საქართველოს ენერგო-პრო ჯორჯიას ცხელ ხაზის ოპერატორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა ტარიფები ელექტროენერგიაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით მთელ საქართველოში გაძვირდა.
1 დან 101 კვტ-ის ჩათვლით 12,95 თეთრის ნაცვლად 14 ,23 თეთრი იქნება
101 დან 301 კვტ-ის ჩათვლით 16,93 თეთრის ნაცვლად 18,21 თეთრი იქნება
301 კვტ-ს ზევით კი 21,45 თეთრის ნაცვლად 22,73 თეთრი იქნება
ელექტრო ენერგიზე ტარიფის მომატება 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments