150 000 ლარის დახარჯვას ჯერ-ჯერობით შედეგი არ გამოუღია

stad

მარნეულის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის გეგმის შესადგენად მუნიციპალიტეტმა 150 000 ლარი დახარჯა.

მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად 150 ათასი გადაიხადა ერთ წელზე მეტია გასული. ტენდერში შპს „საუკი“-მ 2016 წლის 19 აგვისტოს  გაიმარჯვა. მათ მიერ შედგენილი გეგმის თანახმად მარნეულის სტადიონი 1 500 კაცს დაიტევდა, იქნებოდა მაღალი ხარისხის ხელოვნური ბალახით დაფარული, დამონტაჟდებოდა თანამედროვე ტიპის დიოდური ტაბლო, საპარკინგე ზონა, 2 სართულიანი შენება, სადაც 4 საპირფარეშო, 6 აბაზანა და 30 ადამიანზე გათვლილი საპრესკომფერენციო დარბაზი იქნებოდა, რაც მთლიანობაში ფიფას მეორე კატეგორიის სპორტული მოედნის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

tender

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სტადიონის გეგმის შემუშავება უცხოელი ინვესტორების დიდი ინტერესის გამო მოხდა, თავდაპირველად პროექტის პრეზენტაციაც გააკეთეს სადაც სავარაუდო ინვესტორები და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მიუხედავად ამისა მარნეულის ცენტრალური სტადიონი დღესაც ცუდ მდგომარეობაშია და ხშირ შემთხვევაში საქონლის საძოვარი ადგილის ფუნქციას ითავსებს.

stadioni1

ფოტო: ფაქტ-მეტრი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მარიამ ხაჩიძის თქმით მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების მხრიდან  სტადიონის რეაბილიტაციისათვის თანხების მოძიება უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს. მაგრამ, მარიამ ხაჩიძემ ჩვენთვის, სავარაუდო ინვესტორების ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მარნეულის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისათვის ჯამში 6 395 536 ლარია საჭირო.

რადიო “მატნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register