ერთი წლის წინ დაანონსებული კანალიზაციის პროექტი ჯერ არ დაწყებულა
მარნეულში მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა წლებია აწუხებს. როგორც სოფელ წერეთლის მოსახლეობა გვეუბნება, საკუთარი სახლების ეზოებში ისინი თავად აკეთებენ კუსტარულ კანალიზაციებს, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, ადგილობრივებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან არ არსებობს კანალიზაციის ერთიანი ქსელი. თამრიკო გელაშვილი სოფელ წერეთელში ერთ-ერთია, რომელმაც სახლის ეზოში კანალიზაცია გააკეთა.
თამრიკოს მსგავსად სოფლის სხვა მაცხოვრებლებლაც აწუხებთ კანალიზაციის პრობლემა.
გიორგი მუმლაძე წერეთელში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, გამგებლის პირველ მოადგილესთან შეხვედრაზე მისულმა კანალიზაციის გაკეთების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
მარნეულის მერის პირველმა მოადგილემ რადიო მარნეულის ეთერში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გააკეთა კომენტარი, რომ რამდენიმე თვეში ცენტრალური კანალიზაციის პროექტის განხორცილებელა დაიწყებოდა.
მიუხედავად ამისა, რატომ ვერ მოხდა ერთი წლის შემდეგ პროექტის დაწყება, რა იგეგმება ცენტრალური კანალიზაციის მოწყობის მიზნით დღეს ზაურ ტაბატაძე ამ შეკითხვებს აღარ პასუხობს.
მარნეულის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2017 წლის 6 ივლისსს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასა და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესთან ზაურ ტაბატაძესთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის პროექტი განიხილვა მოხდა. აქვე ვკითხულობთ, რომ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება დაახლოებით 60 მლნ. ლარია და მოიცავს ქალაქ მარნეულის, ყიზილაჯლოს, ჯანდარის,წერეთლის,საიმერლოსა და ბეგლიარის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სრულ რეაბილიტაციას. პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ.
ჩვენ დავუკავშირდით აზიის განვითარების ბანკსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას.
როგორც აზიის განვითარების ბანკმა გვითხრა მათი პოლიტიკა არ არის განუხორციელებელ პროექტებზე კომენტარი გააკეთონ, ხოლო წყალმომარაგების კომპანიის თქმით, მოლაპარაკები აზიის გავითარების ბანკთან მიმდინარეობს.
როდის დაიწყება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაანონსებული პროექტი და როდის შეძლებენ მარნეულელები კანალიზაციის სისტემით სარგებლობას პასუხი ჩვენთვის კერ კიდევ უცნობია.
0 Comments