მარნეულის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა
გუშინ, 11 იანვარს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე შვიდი დღის ნაცვლად იმავე დღეს განთავსდა.
სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს, პირველი 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ეხებოდა, ხოლო მეორე საკითხი შპს „მარენულის სოფწყალი“-სა და შპს „საგური“-ს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას.
რადიო „მარნეული“ გაესაუბრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, რომან ტაბატაძეს, რომელიც 11 იანვრის საკრებულოს სხდომის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. მისი თქმით, ბიუჯეტში შესული ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს მიერ კოდებისათვის კვალიფიკაციის შეცვლის გამო მოხდა და მთლიანობაში ბიუჯეტი არ გაზრდილა.
რომან ტაბატაძის თქმით, ასევე არ შეცვლილა ბიუჯეტი რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობებისათვის, უბრალოდ მისთვის გამოყოფილი 250 000 ლარი „სხვა ხარჯების“ მუხლიდან „სუბსიდიების“ მუხლში გადავიდა.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments