რას ფიქრობთ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე? – “ერთ საათში გადმომირეკე” მარნეულელი პარლამენტარები

parlamenti

ნარკოპოლიტიკის შესახებ  ახალი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში კვლავ გრძელდება. ამ საითხთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ახალი კანონპროექტის ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას და კანონპროექტის შეჩერებას ითხოვენ. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების ძირითადი მესიჯი ნარკომომხმარებლებისათვის პატიმრობის შეფარდებას ეხებოდა.

„მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ მარნეულელი პარლამენტარები ნარკოპოლიტიკიასა და საპატრიარქოს განცხადების შესახებ.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, აზერ სულეიმანოვის თქმით ის ეთანხმება საპატრიარქოს და თვლის, რომ ნარკომომხმარებლებს პატიმრობა არ უნდა შეეფარდოთ.

ქართული ოცნების დეპუტატის, თამაზ ნავერიანის თქმით ის ჯერ არ გაცნობია საპატრიარქოს განცხადებას, ხოლო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას პარლამენტის სხდომაზე დააფიქსირებს.

რადიო „მარნეული“ ასევე დაუკავშირდა კიდევ ორ პარლამენტარს ქართული ოცნებდან, რუსლან ჰაჯიევს და მახირ დარზიევს. მათ შეხვედრაზე ყოფნა მოიმიზეზეს და ერთ საათში დაკავშირება გვთხოვეს, მაგრამ მას შემდეგ არც რუსლან ჰაჯიევი და არც მახირ დარზიევი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register