მარნეულის თექვსმეტამდე სოფელი სასმელ წყალს ყოველდღე მიიღებს
სასმელი წყლის პრობლემა მარნეულის მუნციპალიტეტში დღესაც აქტუალურია. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ წყალი ან გრაფიკით ან საერთოდ არ მიეწოდებათ.
გუშინ, მარნეულის საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის გივი გიორგაძეს მოხსენება სასმელი წყლის საკითხს ეხებოდა. როგორც ირკვევა მარნეულის შპს “სოფ.წყალსა” და შპს “სოგურს” შორის ხელშეკრულება იდება. გივი გიორგაძის თქმით, აღნიშნული პროექტის თანახმად, შპს “სოგურის” იმირის სატუმბო სადგურს შპს “სოფ.წყალი” იჯარით აიღებს. მარნეულის სოფლებს ამის შემდეგ ორი სატუმბი სადგური მოემსაურება. მარნეულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად იჯარისთვის 15 ათასი ლარი გამოიყოფა.
მარნეულის სოფლებს სასმელი წყლით შპს „სოფლის წყალი“ ამარაგებს. კომპანია სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მარნეულელებს მისი მომსახურეობა დაახლოებით წელიწადში რვა ასი ათასი ლარი უჯდებათ. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, ახალი ბიუჯეტის მიხედვით წელს თანხა შეუმცირდა.
ალექსი მამუკაშვილი, მარნეულის “სოფ.წყალის” დირექტორი გვესუბრება იმ დეტალებზე, რომელიც ახალ პროექტს ეხება, მისი თქმით, მარნეულში 16 -მდე სოფელი სასმელ წყალს არა გრაფიკით, არამედ ყოველდღიურად მიიღებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს „სოფლის წყალი“ ემსახურება 34 სოფელს, რაც 8 ათასამდე აბონენტს ნიშნავს.
რადიო „მარნეული“
0 Comments