მერიაში ამბობენ, რომ 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაციისათვის ტენდერი მზადდება
2016 წლის აგვისტოს თვეში, სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში 3-მა წერეთლელმა გიორგი მუმლაძემ, მაკა მენთეშაშვილმა და მარიამ სამხარაძემ 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაციისათვის პროექტი დაწერეს. საინიციატივო ჯგუფის მიერ დაწერილმა პროექტმა დაფინანსება მიიღო და შესაბამისად 2017 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც გაიწერა. მიუხედავად ამისა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არაა დაწყებული, როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი მუმლაძე ამბობს, პროექტი 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო.
როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს, პროექტზე მუშაობა შესაბამისი პროცედურების მიხედვით მიდის და არანაირ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მარიამ ხაჩიძის თქმით, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მემორიალის სარეკონსტრუციო სამუშაოების მიზნით, სატენდერო წინადადებების შემუშავება. მთლიანობაში კი პროექტი 2018 წლის მეორე კვარტალში დასრულდება.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments