ე.წ “ზარის პრინციპი” – ნარჩენების შეგროვება მარნეულში

წელს მარნეულში 200-მდე ახალი ნაგვის ურნა დაიდგმევა. შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორის, ლერი მუმლაძის თქმით ახალი ურნები ძველებს ჩაანაცვლებენ. ასევე მუმლაძემ განაცხადა, რომ არც 2018 წელს არ იგეგმება ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე, პატარა ნაგვის ურნების შეცვლა, მიზეზად კი ბიუჯეტის უკმარისობას ასახელებს.
მარნეულის სოფლებიდან ნარჩენების გატანა, როგორც ლერი მუმლაძე ამბობს, ე.წ „ზარის პრინციპით“ ხდება. ეს ნიშნავს, რომ სოფლებში ნაგვის ურნები არ დგას, ნაგავს კი პერიოდულად მოსახლეობა სანაგვე მანქანებს ატანს.
მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის სოფლების ნაწილში ნარჩენების გატანა ხდება, იმ სოფლის მცხოვრებლები სადაც ე.წ „ზარის პრინციპი“ არ მუშაობს, სანაგვე ურნების არარსებობის გამო ჩივიან.
2018 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შპს „სუფთა მარნეულის“ დასაფინანსებლად 1 100 000 ლარი გამოიყო.
რადიო „მანრეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments