1 იანვრიდან სათესლე ხობლის სერთიფიცირება დაიწყო

xorbali

2018 წლის პირველი იანვრიდან ხარისხის სერტიფიკატის გარეშე საქართველოში გასავრცელებლად არ დაიშვება სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ხორბლის თესლი. ამის შესახებ მთავრობის მიერ „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ შესახებ 2016 წლის დეკემბერში მიღებულ დადგენილებაშია ნათქვამი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მარნეულის ბაზარში თავისუფლად შევძელით არასერთიფიცირებული სათესლე ხორბლის შეძენა.

მარნეულის ბაზარში შეგვხვდნენ ისეთი ხორბლის გამყიდველებიც, რომლებიც დათესვის მიზნით განკუთვნილი ხორბლის საყიდლად ხვალ შემოგვთავაზეს მისვლა.

ჩვენ მოსახლოებაც გამოვიკითხეთ,  უმრვალესობამ არ იცის როგორი ხარისხით დამზადებულ პურს მიირთმევს.

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე ხარისხის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი. აღნიშნულზე ჩვენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სერთიფიცერებისა და სტანდარტების სამსახურის მთავარ სპეციალისტს ანა დევიძის ვესაუბრეთ.

ანა დევიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სერთიფიცერების ცენტრში დარეგისტრირებული ფერმერი ბაზარში არასერთიფიცირებულ სათესლე ხორბალს გაყიდის ხუთასი ლარით დაჯარიმდება.

მიუხედავად ამისა, არის თუ არა ბაზარში გამოტანილი ხორბლის თესლი სერთიფიცირებული სახელმწიფო ამის კონტროლს არ ახდენს.

მარცვლეული კულტურების – ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის და კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register