NDI: უმცირესობებით დასახლებაში გამოკითხულთა 56 % “ევრაზიულ კავშირში” ხედავს საქართველოს
მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ?
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უმცირესობებით დასახლებაში კვლევის მიხედვით მისაღებია 51 % პროცენტისთვის.
29% მიუღებელია
20 პროცენტი კი არ იცის
ამავე კითხვაზე ასაკის მიხედვით პასუხები შემდეგნაირად განაწილდა
18-35 წლის ასაკის გამოკითხულთათვის 80% მისაღებია და 15 % მიუღებელია მთავრობის მიზანი გახდეს ევროკავშირის წევრი:
36- 55 წლის ასაკის კატეგორიის გამოკითხულთათვის 70% მისაღებია და 23% მიუღებელია
56 წლის ასაკიდან გამოკითხულთა კატეგორია არ ეთანხმება მთავრობის გადაწვეტილებას 24%, 65% ეთანხმება, ხოლო ამ კატეგორიის 11 % არ იცის ამ კითხვაზე პასუხი.
კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი უმცირესობებით დასახლებაში 36 % თქვა რომ მისაღებია, 35 % თქვა რომ მიუღებელია და 29 % არ იცოდა ამ კითხვაზე პასუხი.
ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი?
ამ კითხვაზე უმცირესობებით დასახლებაში 56 % თვლის რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და ყაზახეთის მიერ.
25 % კი თვლის რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ვეროკავშირში რომელიც რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ.
9% არც ერთ მხარეს არ ემფყრობა და ასევე 9 % არ აქვს ამ მოსაზრებაზე პასუხი.
სამხედრო ძალების თვალსაზრისით რომელი ქვეყანა უფრო ძლიერია?
ამ კვლევის კითხვაზე უმცირესობებით დასახლებაში 55% (პროცენტმა) უპასუხა რომ რუსეთი. 18 % უპასხუა რომ ამერიკის შეერთებული შტატები. 14% თვლის რომ თანაბარია ამ ორი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი.
UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა, პირისპირ ინტერვიუთი გამოიკითხა 2 298 ადამიანი (გამოპასუხება 48%). კვლევაში მონაწილე პირები შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩნენ, ცდომილება კი – 1,9 პროცენტია.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments