1990 წელს ბაქოში მომხდარი ტრაგედია მარნეულში გაიხსენეს

tedbir6

დღეს, 16 იანვარს, მარნეულში, 1990 წლის 20 იანვრას, ბაქოში მომხდარი ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 1990 წლის 20 იანვარი აზერბაიჯანის ისტორიაში შესულია, როგორც ერთ-ერთი ტრაგიკული დღე.  ბაქოში მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეები საბჭოთა არმიამ დაარბია, დასაჯა ხალხი, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას მოითხოვდა.  შედეგად 137 ადამიანი დაიღუპა , ხოლო 611 დაიჭრა, 400-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო, 2000-ზე მეტი დააპატიმრეს.  შეხვედრაზე 1990 წელს აზერბაიჯანში მომხდარი ტრაგედია 1989 წლის 9 აპრილს ქალაქ თბილისში მომხდარ ტრაგედიას შეადარეს.  ღონისძიების ბოლოს ტრაგედიის შესახებ გადარებული ფილმის ჩვენება გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში დურსუნ გასანოვმა აღნიშნა, რომ დღეიდან  20 იანვართან დაკავშირებული ღონისძიებები ბოლნისში, დმანისში, გარდაბანში და თბილისშიც ჩატარდება. ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ამირან გიორგაძე , მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ღონისძიების შესახებ გვესაუბრა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register