ელექტროენერგიის ხაზები – საბირქენდელების საფრთხე

eleqrto

ელვინ მასიმოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ მან რადიო „მანრუელს“ ელექტროენერგიის ხაზებთან დაკავშირებული პრობლემით მიმართა. დღეს , 16 იანვარს სოფელ საბირქენდს ვესტუმრეთ. ელვინის ეზოსთან რამდენიმე მეტრში მაღალი ძაბვის ბოძი დგას, ხაზები კი ავარიულ მდგომარეობაშია. ელვინის თქმით, სოფლის მაცხოვრებლებლეს და განსაკუთრებით მის ოჯახს აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებს.

ჩვენ ენერგო პრო კორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ავთო დვალიშვილს ვესაუბრეთ, მისი თქმით მოსახლეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოუგვარდება.

ავთო დვალიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ  მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კომპანიის მხრიდან სადისტრიბუციო ქსელში 200 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია განხორცილებდება. მთავარ საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე რადიო „მარნეულს“ მარნეულის ენერგო პრო ჯორჯიას წარმოამდგენლობა დაუკავშირდა, მათ სურდათ გაეგოთ კონკეტულად ვის აწუხებს პრობლემა, როგორც მათმა წარმოამადგენელმა ჩვენთან საუბარში განმარტა პრობლემის აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები ხვალ, 17 იანვარს დაიწყება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register