რეალობასთან დაშორებული საარსებო მინიმუმი

marneulis bazari

ნონა ნოზაძე ხუთსულიანი ოჯახის დიასახლია. ყოველ დღე დილის შვიდ საათზე დგება. საოჯახო საქმეებს ოჯახის წევრების გაღვიძებით და მათთვის საუზმის მომზადებით იწყებს. ნონას ქმარი სამხარაძეების ოჯახში ერთადერთი ადამიანია, რომელიც დასაქმებულია. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 320 ლარია. ნონა ამჯერადაც საუზმეს ამზადებდს, მან ჩვენგან შეიტყო , რომ ქვეყანაში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმმა ორი ლარით დაიკლო და ის 345 ლარს შეადგენს.

საარსებო მინიმუმი ეს არის ფულადი სახსრების მინიმუმი, რომელიც ადამიანს ქმედუნარიანობის შესანარჩუნებლად სჭირდება. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის საკითხი საქართველოში პრობლემატურია, მისი დათვლის მეთოდოლოგია კი მოძველებული.

ნონა ნოზაძის ოჯახისთვის ხუთსულიანი ოჯახის საასებო მინიმუმი 345 ლარი მისი სტუდენტი გოგონასთვის, მოხუცი დედ-მამისთვის და ქმრისთვის არასაკმარისია. მიუხედავად ამისა, ისინი თავის გადატანს ახერხებენ. საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, დეკემბერში 2 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. კერძოდ, წინა თვეში ეს მონაცემი 153.7 ლარი; ხოლო 2017 წლის ნოემბერში 155.7 ლარი იყო.

ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი დეკემბერში ერთსულიანი ოჯახისთვის -153.7 ლარი; ორსულიანი ოჯახისთვის – 245.9 ლარი, სამსულიანი ოჯახისთვის – 276.6 ლარი; ოთხსულიანი ოჯახისთვის – 307.3 ლარი; ხუთსულიანი ოჯახისთვის – 345.7 ლარი, ხოლო ექვსსულიანი ოჯახისთვის – 408.7 ლართ განისაზღვრა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register