თამაზ ნავერიანი დარღვევების და ჯარიმის შესახებ ინფორმაციას კიდევ არ ფლობს

Tamaz Naveriani

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2017 წელს ათი მოქმედი და ორი ყოფილი პარლამენტარი  ათას-ათასი ლარით დაჯარიმდა. საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ჯარიმა დაეკისრათ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, მათ შორისაა მარნეულის დეპუტატი თამაზ ნავერიანი. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დავუკავშირდით დეპუტატს, თუმცა მას ჯარიმის და დარღევევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. საჯარო სამსახურის ბიუროდან ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფრომაციის თანახმად, თამაზ ნავერიანის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის ასახული თამაზ ნავერიანის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის შეტანილი ინფორმაცია თამაზ ნავერიანის და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ;

ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში არ არის შეტანილი ინფორმაცია თამაზ ნავერიანისა და მისი ოჯახის წევრების სხვადასხვა ბანკებში არსებული ანგარიშების შესახებ;

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის ასახული ინფორმაცია თამაზ ნავერიანისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ.

ჩვენ კვლავ დავუკავშირდით პარლამენტის დეპუტატ, თამაზ ნავერიანს, თუმცა ის საკუთარი ჯარიმისა და დარღვევების შესახებ ინფორმაციას კვლავ არ ფლობს .

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register