მოქალაქეობის მოლოდინში დაგვიანებული განათლება

arzu

არზუ ბაირამოვა 18 წლისაა და მარნეულში ცხოვრობს. სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლა დაასრულა, თუმცა სურვილის მიუხედავად სწავლას უმაღლეს სასწავლებელში ვერ აგრძელებს. ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის. არზუ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა  მოითხოვა, თუმცა, ვერ მოახერხა, რადგან ორივე მშობელი აზერბაიჯანის მოქალაქე ჰყავს. სკოლა დაასრულა , ერთი წელია  მოქალაქეობის მიღებას ელოდება, რათა შეძლოს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბაროს. 18 წელი არზუს ოქტომბერში შეუსრულდა, მან იუსტიციის სახლში მოქალაქეობის მისაღებად ყველა საჭირო დოკუმეტაცია უკვეე ჩააბარა და პასუხს ელოდება.

საქართველოს ტერიტორიაზე 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა სპეციალური წესით თუ: დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.მოქალაქეობის  საკითხთა კომისია  აფასებს ცოდნის დონის  შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან  სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის  ძირითად საფუძვლებში.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register