გრიპის სახლის პირობებში მკურნალობა სარისკოა

geohospital

ასკინაზ ყურბანოვას შვილიშვილი 6 წლისაა და მარნეულში მკურნალობს.  ქალაქის კლინიკაში მისი გადაყვანა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სახლის პირობებში მკურნალობისას  ჯანმრთელობის მდგომაროება გაუარესდა. ბავშვი სამი დღის წინ  საავადმყოფოში დააწვინეს.

კლინიკაში მკურნალობის დაწყების შემდეგ ბავშის მდგომარეობა სტაბილური გახდა. ჩვენ ექიმებს ვესაუბრეთ, მათი თქმით, ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ვირუსული ინფექციებით დაავადებული პაციენტების რიცხვი, მცირეწლოვანი ბავშვის მშობლემა ექიმს დროულად უნდა მიმართონ. პედიატრიული განყოფილების უფროსის ელმან სადიგოვის თქმით,  ძირითადად მიმართვა დაგვინაებულია, მშობლები ექიმებს ძლიერი ხველის და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მიმართავენ.

გრიპის ვირუსი ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია, ექიმები მოსახლოებას მოუწოდებენ, რომ ზამთრის თვეებში ბავშვები სიცივისგან დაიცვან.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register