“სამოქალაქო საზოგადოებამ მთავრობის მონიტორინგი უნდა მოახდინოს” – RONDEL-ის ფონდის წარმომადგენელი

rondel

მარნეულელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი  ატარებს ტრენინგებს.

ტრენინგების ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობები. როგორც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელმა, კახა გოგოლაშვილმა რადიო „მარნეულთან”  საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნონ ინფორმირებულები თუ როგორი სახის რეფორმებია ეფექტიანი და მოახდინონ მონიტორინგი.

კახა გოგოლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ბარიერები შესაძლოა სხვადასხვა სახის იყოს, პირველ რიგში კი აღსანიშნავია სატარიფო ბარიერები, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოხსნილია ყველა სახის საბაჟო გადასახადი. გოგოლაშვილი ასევე ამბობს, რომ არსებობს მეორე სახის ბარიერიც, ე.წ არასატარიფო ბარიერები, რომლების მოხსნაც ეტაპობრივად ხდება.

ტრენინგის მონაწილე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენელი, ხათუნა ღავთაძე გვესაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ორგანიზაციისათვის ამგვარი ტრენინგები.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ ორგანიზებული ტრენინგები მარნეულში 16 იანვარს დაიწყო და 18 იანვრამდე გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register