ნახევარ მილიონიანი სკვერი “კიდევაც დაიზრდებიან”-ის ტერიტორიაზე

kidevac-daizrdebian 1

თბილისიდან მარნეულში მიიმავალ გზაზე ძნელია არ შეამჩნიო ძეგლი, ქალი ორი ბავშითან ერთად რომლებსაც ხელში მახვილი უჭირავთ. ძეგლს „კიდევაც დაიზრდებიან“ ჰქვია და ის მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა 1975 წელს შექმნა.

„კიდევაც დაიზრდებიან“ მარნეულის სავიზიტო ბარათი გახდა, ყველა ქორწილი, ბანკეტი თუ ბოლო ზარი ისე არ ჩაივლის, რომ  სიძე-პატარძალმა, გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სამახსოვრო სურათი ამ ძეგლთან არ გადაიღონ.

მიუხედავად ძეგლის ასეთი პოპულარულობისა, მისი მიმდებარე ტერიტორი დღემდე ცუდ მდგომარეობაშია. იქ არაა დასასვენებელი პარკი.

2017 წლის მარნეულის საკრებულოს ბოლო სხდომაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტი გეგმავს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე დიზაინის სკვერის მოწყობას.

მარნეულის მუნიციპალიტეტს სკვერის დაპროექტებაში ეხმარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტო, რის შესახებაც ჩვენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე გვესაუბრა.

ბექა ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საპროექტო სამსახური დაახლოებით ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს ტექნიკურ დავალებას სკვერის მოწყობისათვის, რის საფუძველზეც მარნეულის მუნიციპალიტეტი გამოაცხადებს ტენდერს ფიზიკური სამუშაოების დასაწყებად.

პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 500 000 ლარია გათვალისწინებული.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register