საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შეხვედრამდე საათ ნახევრით ადრე დააანონსეს

15-33

რიგგარეშე სხდომის შესახებ ინფრომაცია მერიის საიტზე სხდომამდე საათ ნახევრით ადრე დაანონსდა

12:38 წუთი საკრებულოს სხდომის შესახებ ინფორმაცია საიტზე არ დევს:

12

 

15-3327016412_912056158970820_44791064_oარც 14:38 არ დადებულა ინფორმაცია საკრებულოს სხდომის შესახებ15-33

15:33 საკრებულოს სხდომის შესახებ ინფრომაცია დაიდო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის 134 მუხლის მიხედვით -ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უნდა მოხდეს. 

ასევე საკრებულოს სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს აქვს უფლება დაესწროს მას:

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომები საჯაროა, მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ პირს აქვს მინიჭებული ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების ანდა ნებართვის გარეშე.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

გაიმართება 2018 წლის 18 იანვარს 16:00 საათზე

რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი:

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ.

/მომხს. რ. ტაბატაძე/

 

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის შეთანხმებისა და მათი თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ.

/მომხს. რ. ტაბატაძე/

 

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.

/მომხს. რ. ტაბატაძე/

 

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

/მომხს. ნ. დეკანოიძე/

 

  1. „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

/მომხს. ნ. დეკანოიძე/

 

  1. „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოქმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N51 დადგენილებაში ცვილებების შეტანის შესახებ.

/მომხს.  ნ. დეკანოიძე/

 

  1. მოქალაქეთა მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დამუშავების პროგრამის შესახებ.

/მომხს. ნ. დეკანოიძე/

 

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზოვანი ნაგებობების განთავსებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ.

/მომხს. ნ. დეკანოიძე/

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register