მარნეულში ახლად დარსებულმა მინი ფეხბურთის გუნდმა ბელორუსიაში იასპარეზა
26 წლის უმიდ გულიევი აზერბაიჯანშია დაბადებული. იგი 5 წლის წინ გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. უმიდი აზერბაიჯანში პროფესიონალური ფეხბურთით იყო დაკავებული. 16-17 წლის რომ იყო ის ნეფთჩის ფეხბურთის გუნდში თამაშობდა. მისი თქმით, იგი 16 წელია სპორტითაა დაკავებული. აზერბაიჯანში მიატოვა პროფესიონალური ფეხბურთი და ქალაქ მარნეულში გადავიდა საცხოვრებლად. მიზანი კი აქ მცხოვრები თანამამულეებისათვის ფეხბურთის სფეროში დახმარებაა.
უმიდ გულიევის თქმით, როცა პირველად ჩამოვიდა ფიქრობდა რომ ფეხბურთის გუნდი შეექმნა, მაგრამ მაშინ ამას ვერ მიაღწია. ბოლოს მისი ოცნება ასრულდა და ამ წელს გუნდი შექმნა.
ქალაქ მარნეულში შექმნილი ფეხბურთის გუნდი “Marneuli Eagles” წელს ბელორუსიაში ჩატარებულ ტურნირში მიიწვიეს. 12-14 იანვარს ბელორუსიაში ჩატარებულ შეჯიბრებში მონაწილე გუნდმა 5 თამაში გამართა. ამ თამშებში “Marneuli Eagles”-მა ორი გამარჯვება მოიპოვა, სამ შეჯიბრზე კი დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ ტურნირში საქართველოს სახელით გამოსული “Marneuli Eagles”-ის გუნდთან ერთად, მოლდოვის, რუსეთის, ლატვიის, უკრაინის და ბელორუსიის ფეხბურთის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. გუნდის სამომავლო გეგმებზე მოსაუბრე უმიდ გულიევმა აღნიშნა, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, მაგრამ დახმარება ვერ მიიღეს. ამასთან მათ შეპირდნენ რომ ოფიციალურად რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაეხმარებიან.
“Marneuli Eagles”-ის გუნდს 7 წევრი ჰყავს. ისინი უმიდ გულიევი, რენათ ქარამოვი, როიალ ქარამოვი, ზაურ ხალილოვი, ელმარ ხალილოვი, რაუფ ჰაჯიევი და იბრაჰიმ ნოვრუზოვი არიან. შეჯიბრში მონაწილე ზაურ ხალილოვმა და რენათ ქარამოვმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.
აღსანიშნავია, რომ „Marneuli Eagles”-მა შეჯიბრისათვის სამზადისები მარნეულის სპორტულ კომპლექსში „ატა ჰოლდინგში“ გაიარეს.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments