მილიონი ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდი

sakrebulooo

მარნეულის მუნციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები გაიზარდა. საკრებულოს თავმჯდომარე 4100 ლარს 2650 ლარის ნაცვლად აიღებს. თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 2250 ლარის ნაცვლად 3500 ლარი იქნება, ფრაქციის თავმჯდომარე 1680 ლარის ნაცვლად 2300 ლარს აიღებს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის სარგო 1280 ლარის ნაცვლად 1800 ლარით , ხოლო 1680 ლარის ნაცვლად  კომისიის თავმჯდომარის სარგო 2300 ლარით განისაზღვრა.  თანამდებობრივი სარგოები მერიის და საკრებულოს ყველა პოზიციაზე იზრდება. ნინო ბერიძე მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსი მომატებულ ხელფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეატანილი ცვლილებებით ხსნის.

სახელფასო ფონდის გაზრდას არ ეთანხმება ოპოზიცია, „ევროპული საქართველოს“ წარმოამადგენელი ახემედ იმამყულიევი აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში თანამდებობრივი სარგო საშუალოდ წელიწადში ერთი მილიონი ლარით გაიზარდა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის გარდა, მძიმე ტექნიკის გამოყენებაზე იმსჯელეს. ტრაქტორები, რომელიც მარნეულის მუნციპალიტეტს რამდენიმე წლის წინ გადმოეცა მოსახლეობას ჯერ მათით არ უსარგებლია და დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა გამოყენების წესი. ნინო ბერიძის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტდან ტრაქტორების თანხა გამოიყოფა.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, მარნეულის მერმა მიიღო გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან 3 წლის ლეიკემიით დააავადებული ბავშვს დაეხმაროს.  გარდა ამისა, საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხაზოვანი ნაგებობეისგან მოსაკრებლის დაწესებას.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register