მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

111

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ნათლისღების დღესასწაულზე  განსაკურებით ცდილობენ მშობლები თვიანთი შვილების მონათვლას .

როგორც მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის სტიქაროსანმა განაცხადა,  ჯერჯერობით დღეს სამი ადამიანი გააქრისტიანეს.

მრევლმა თავიანთი სიხარული გამოხატა და ეს დღე სრულიად საქართველოს მიულოცეს.

ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register