ტენდერის ჩაშლის გამო მარნეულში საბავშვო ბაღები ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო

bagi 1

მარნეულის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი საახალწლო არდაგეგების შემდეგ დღეს განახლდა. რადიო “მარნეულმა“ 18 დეკემბერს მოამზადა სიუჟეტი მარნეულის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგების შესახებ ,სადაც მარნეული ბაგა- ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ ქარამოვმა აღნიშნა , რომ სასწავლო  აღმზრდელობითი პროცესი 15 იანვარს განახლდებოდა, თუმცა ერთი კვირით გადაიდო. ქარამოვი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ერთი ტენდერის ჩაშლამ გამოიწვია, რომელიც სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე იყო გამოცხადებული

რაც შეეხება ბავშვთა საკვებ მენიუს ბაღებში ზაურ ქარამოვი ამბობს, რომ საკვებთან მიმართებაში გრამობა შეიცვალა და მენიუ ყველა სტანდარტის დაცვითაა შედგენილი.

ახალი საკვები მენიუ აქვთ თბილისის საბავშვო ბაღებში, რომელის სტანდარტითაც მინიმუმამდე არის დაყვანილი ფუნთუშეულის, შოკოლადის, კრემითა და შოკოლადით შევსებული ნამცხვრების, შოკოლადიანი მარცვლეულის ფანტელებისა და სხვა ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმის მოხმარება, რომელიც 15%-ზე მეტ ცხიმს შეიცავს.

რადიო „მარნეული“

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register