აზერბაიჯანში მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

heps

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ქსელი გამოავლინა. თაღლითების ჯგუფი აზერბაიჯანში ვალუტის უკანონო მიმოქცევასა და სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2017 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან უკანონოდ 80 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გატანა შეძლეს. გამოძიების მასალებით, ასევე, ქვეყნიდან გატანილია არადეკლარირებული ხუთი მილიარდი რუსული რუბლი და 300 ათასამდე ევრო.

აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ დაკავებულ პირებს შორის, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე მამედ იზმაილოვია.

გამოძიება ასევე, ასახელებს თაღლითების ჯგუფის ლიდერებს, აზერბაიჯანის მოქალაქე აგილმამედოვს, მუსტაფა მუსტაფაევსა და ვიუგარ ბაბევს. ყველა მათგანს სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით აქვთ ბრალი წაყენებული, რაც ძირითადად, ფინანსურ დანაშაულებს გულისხმობს.

წყარო: 1tv.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register