დღეს მარნეულის N2 საჯარო სკოლამ გლოვის დღე გამოაცხადა

glovis dge 1

დღეს მარნეულის N2 საჯარო სკოლამ VII-ე კლასის მოსწავლის გარდაცვალების გამო გლოვის დღე გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია ამავე სკოლის დირექტორმა, შორენა ხუხუამ დაგვიდასტურა.

შგახსენებთ, რომ  მარნეულელ 12 წლის მოზარდს სკოლიდან სახლში მიმავალ გზაზე მატარებელი დაეჯახა. შემთხვევის თვითმხილველების თქმით ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ისინი ასევე ამბობენ, რომ მოზარდი ლიანდაგის გზით მიდიოდა სახლისაკენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას, შემთხვევის ადგილთან მცხოვრებნი იხსენებენ, რომ სახლიდან ხმაურის გაგების გამო გამოვიდნენ. მატარებლის გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა კი მათ არ გაუგიათ. თვითმხილველები ასევე იხსენებენ, რომ ბავშივს ყურსასმენები ეკეთა.

ახალ დეტალებზე საუბრობენ გარდაცვლილის ნათესავები და ამბობენ, რომ ბავშვს ტელეფონი და ყურსასმენები საერთოდ არ ჰქონდა და  იმასაც ადასტურებენ, რომ ორვაგონიან მატარებელის მძღოლს გამაფრთხილებელი სიგნალი არ გამოუყენებია.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე  ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  სარკინიგზო ტრანსპორტის  მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის  წესის დარღვევას, რამაც ადამიანის  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რადიო „მრნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register