ჯეიხუნ ჩოვდაროვი საკრებულოს საქმიანობაში კიდევ ერთი ოპერაციის შემდეგ ჩაერთვება

chovdarovi

„ქართული ოცნების“ ყიზილაჯლოს მაჭორიტარი დეპუტატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი კიდევ ერთი ოპერაციის მოლოდინშია, რის შემდეგაც იმედოვნებს, რომ მარნეულის  საკრებულოს საქმიანობას  შეუერთდება. ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომებს ჯერ არ დასწრებია.  ჩვენთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ გამოძიების შედეგები ჯერ ცნობილი არაა და კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, მარნეულის მუნციპლიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ცეცხლი გახსნეს. შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.  ხუთ ადამიანს შორის ყველაზე მძიმედ ჯეიხუნ ჩოვდაროვი დაშავდა.

ჯეიხუნ ჩოვდაროვმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობიის შედეგად ცესკოს მონაცემებით 78.34% მიიღო, რაც 967 ამომრჩეველია.

 

რადიო „მარნეული“

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register