რუკაზე არარსებული სოფლის პრობლემა

სუსანა ოსიპოვა მარნეულის მუნციპალიტეტში, წითესოფელში ცხოვრობს. სოფელი, რომელიც ოფციალური სახელით Google-ის რუკაზე არ იძებნება, თუმცა სხვა სახელით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. აზერბაიჯანულად გირმიზიქენდი, რუსულად კრასნოე – ამ სახელებით შეგიძლიათ წითელსოფელის მიმართულებას მიაგნოთ. სოფელში ჩასულებს ასფალტი დაახლოებით 50 მეტრამდე დაგვხვდებათ დაგებული, შემდეგ ატალახებული გზით შეგიძლიათ ისარგებლოთ. სუსანას შვილმა, ირაკლიმ სკოლა ერთი წელია რაც დაასრულა, თუმცა წვიმიან ამინდში მას სკოლაში სიარული უძნელდებოდა.
როგორც „მარნეულის ინფრასტრუქტურის სამსახურის“ უფროსი ლერი ფანგანი აცხადებს, წითელსოფელში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია გზის მოასფალტება და 2018 წელს სამუშაოები დასრულდება.
წითელსოფელში 600-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სუსანა ოსიპოვას ოჯახის მსგავსად ადგილობრივებს წვიმიან ამინდში სოფელში გადაადგილება ატალახებულ ქუჩაში უხდებათ.
0 Comments