კუმისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

police

 

22 იანვარს,  დაახლოებით 19:00 საათზე  კუმისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო “მარნეულს” განუცხადეს ავტოსაგზაო შემთხვევაში 3 ავტომობილი ფიგურირებდა.

თვითმხილველების თქმით ერთ-ერთი სამარშუტო ტაქსი იყო , რომელსაც   7 მგზავრი გადაჰყავდა. ისინი მსუბუქად დაშავდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომობილი, რომელსაც 7 მგზავრი გადაჰყავდა  მარნეულის სამარშუტო ტაქსებს ეკუთვნოდა, თუმცა, როგორც რადიო „მარნეულმა“ გაარკვია ავტომობილი მარნეულის სამარშუტო ტაქსებს არ ეკუთვნის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გამოძიება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც   ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register