მარნეულში სკოლებს ონლაინ გაკვეთლების ჩასატარებლად ინტერნეტის პრობლემა არ შეექმნებათ
თებერვლის ბოლოდან საქართველოს ყველა სკოლაში ახალი პროექტი „ევრიკა“ ამოქმედდება, რომელიც ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს სკოლებში.
„ეტალონის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით პროექტის მთავარი მიზანი მოსწავლეების სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლებაა, ასევე პროექტის მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლეებს მეცნიერებისადმი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნებისადმი ინტერესი გაუღრმავდეთ. გაკვეთილებს სკოლის პედაგოგებიც დაესწრებიან, რაც მათი პროფესიული განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.
მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი ამბობს, რომ დეტალურად ჯერ პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ინტერნეტის თვალსაზრისით მარნეულის სკოლებს პრობლემა არ შეექმნებათ გამომდინარე იქედან, რომ ინტერნეტი ყველა სკოლაში ხელმისაწვდომია.
თავდაპირველად ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ რამდენიმე საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს ჩაუტარდებათ. ახალი სასწავლო წლიდან კი მასში მე-7 და მე-8 კლასელებიც ჩაერთვებიან.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments