მერია:საზოგადოებრივი ტრანსპორტით 72 სოფლიდან მოსახლოების 30-40% სარგებლობს

marshutka

მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს წლებია უჩივის. რადიო “მარნეულს” აღნიშნულ თემაზე არაერთხელ მოუმზადებია სიუჟეტი. მოსახლეობა სამარშუტო ტაქსების, ავტობუსების მუშაობის გრაფიკით და ტრანსპორტში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა.

ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ ტრანსპორტთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართევლობისგან პასუხები მიგვეღო. მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუზე მარნეულის მერიაში უარი გვითხრეს, პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები საჯარო ინფორმაციით ათი დღის ვადაში მოგვაწოდეს.

როგორც ოფიციალურ წერილშია განმარტებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით  მარნეულის მოსახლეობის 30-40% მოძრაობს,  თუმცა მგზავრთა გადაზიდვა დაახლოებით 72 სოფელში ხდება.

წერილის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირებული ერთი, ხოლო კერძო ოთხი კომპანია მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს. მიუხედავად მოთხოვნილი ინფორმაციისა წერილში პასუხი არ არის გაცემული მერიისა და კომპანიებს შორის არსებულ კონკრეტულ ვალდებულელებზე.

ასევე, ადგილობრივ ბიუჯეტიდან სუბსიდირებული კომპანია  შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი” ქ. მარნეულსა და მუნიციპალიტეტში შემავალ 14 სოფელს ემსახურება, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დადის ახკერპი–ოფრეთისა და შაუმიანი–წერაქვის მიმართულებით, შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი“–ს სატრანსპორტო საშუალებები 2018 წლის იანვრის თვის მდგომარეობით თავიანთ კუთვნილ სამარშრუტო ხაზებზე მუშაობას იწყებენ დილის 07:00 საათიდან და მუშაობენ 18:00 საათამდე;

წერილში საუბარია “მორიგე ავტობუსის” შესახებ, ინფორმაციის თანახმად, ერთი მორიგე ავტობუსი მგზავრთა გადაყვანას  ქ. მარნეულში 18:00 საათის შემდეგ ახორციელებს.

მარნეულში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების საკითხიც პრობლემურია.

წერილის თანახმად, შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის“ მიერ მუშავდება მონახაზი, რომელიც შესაძლებელს გახდის მარნეულის მუნიციპალიტეტში მგზავრთა ნაკადების ოდენობებისა და საჭიროებების
გათვალისწინებით, განისაზღვროს გაჩერებებისთვის შესაბამის ლოკაციები; ავტობუსებსა და მარშუტკებში მგზავრთა ასვლა/ჩამოსვლის კონტროლი ხორციელდება და რეგულირდება დღემდე არსებული წესით, თუმცა საკითხზე მუშაობა
გრძელდება.

ოფიციალური ინფორმაციის თანხმად, 2018 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის, სუბსიდიის სახით გათვალისწინებულია 460 000 ლარი; ხოლო, 2017 წლის ბიუჯეტში, შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკისთვის“ სუბსიდიის სახით გათვალისწინებული იყო 470 000 ლარი.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register