მარნეულში 2018 წელს ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია არ იგეგმება

transporti

თბილისში მოძრავი ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მერის მოადგილე მაია ბითაძე მედიასთან აღნიშნავს, რომ მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ, კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. მისივე თმით, ეს იქნება მარტივი ფორმა და ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს ეს ტვირთად არ დააწვება. მაია ბითაძის განმარტებით, ეს არის საკანონმდებლო პროექტი, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად, რათა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი. ამის შემდეგ,  ადგილობრივ თვითმმართველობას შეეძლება შეესაბამისი სანებართვო ფორმის დამზადება.  როგორც რეგიონული გავითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ რეგიონებში მოძრავი ტაქსების რეგისტრაცია იგეგმება, თუმცა 2018 წელს მხოლოდ საკურორტო ზონაში მოხდება სავალდებულო რეგისტრაცია. მარნეულის მუნიცპალიტეტის საკრებულოში ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ მარნეულელი ტაქსისტები რეგისტრაციასთან დაკავშირებით,  მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მოსალოდნელი ხარჯები მათ ფინანსურ მდგომარეობას გააუარესებს.

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register