26 ოჯახი უკეთეს საცხოვრებელ პირობებს ითხოვს

27156927_1437580459704269_657697524_n

პეტროვა მარინა წლებია მარნეულში ცხოვრობს, ის მარტოხელა დედაა და ორ შვილს ზრდის, როგორც თავად ამბობს , საკუთარი საცხოვრებელი არ აქვს, არაერთხელ მიუმართავს მთავრობისთვის დასახმარებლად, თუმცა შდეგი არაფერმა გამოიღო. უკვე ერთი წელია რამდენიმე მოსახლესთან ერთად მარნეულის ყოფილ აგრარული უნივერსიტეტის შენობას შეაფარეს თავი.

საერთო საცხოვრებელში ბევრი პრობლემა აქვთ. თავიანთი პრობლემების გასაცნობად კი მერთან შესახვედრად არა ერთხელ მივიდნენ, თუმცა როგორც მარინა ამბობს ისინი მერმა არ მიიღო. განცხადება კი მერის სახელზე ერთი თვეა  დაწერეს, დღემდე პასუხი არ მიუღიათ. მისივე თქმით ,შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, წყალი არ აქვთ. რაც შეეხება დენს, საერთო მრიცხველით იხდიან თანხას.

მერთან შეხვედრის მცდელობისას მარინა მერის მოადგილეებთან გადაამისამართეს, მათგან კი პასუხი ვერ მიიღო. როგორც თავად ამბობს მათ ამჟამინდელი საცხოვრებელი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მათაც მიწერეს წერილი და დროებითი თავშესაფარის გამონახვაზე უარი მიიღეს. რაც შეხება ადგილობრივ მერიას, წერილი შუამდგომლობითი ხასიათის მიწერეს.  ერთადერთი გამოსავალი მისთვის საქმისთვის ბოლომდე ბრძოლაა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ ვინაიდან საცხოვრებელი კორპუსი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის მათ კომპეტენციაში არ შედის და ამ ეტაპისთვის შეზღუდული აქვთ შსაძლებლობები, რომ რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგან.

 

 

 

310c8821-e633-41a8-a450-6c01abda8ce6

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register