მუნიციპალიტეტი ტურისტების მოსაზიდად მხოლოდ სოციალურ ქსელებს იყენებს

sign 1

მარნეულში მრავლადაა ისტორიული ძეგლი, რომლებიც დიდ ტურისტულ პოტენციალს ატარებს. იმირის გადაჭრილი გორა, ოფრეთის ციხე, ქალაფა – იგივე წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, გორულის კომპლექსი ეს იმ ისტორიული ძეგლების ნაწილია რომელთა ტურისტული განვითარებაც მარნეულის მუიციპალიტეტშა შესაძლებელი. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლის, ელგუჯა კუპატაძის თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც თვე ნახევრის წინ გუბერნიაში გადააგზავნა, ხოლო გუბერნიიდან მთლიანი ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული განვითარების სტრატეგიული გეგმა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში გადაიგზავნება. კუპატაძე ასევე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ძეგლების ნაწილის მონახულება ტურისტებს მხოლოდ წლის გარკვეულ მონაკვეთებში შეეძლებათ, რადგან არქეოლოგიურ ძეგლებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ.

ელგუჯა კუპატაძემ ასევე არქიტექტურული ძეგლების შესახებაც ისაუბრა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ტურისტების მოსაზიდად ჯერ-ჯერობით მხოლოდ სოციალურ ქსელებს იყენებს, ახლო მომავალში კი მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ცენტრის გახსნას ელოდებიან.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register